- საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის – ევროპული ჩარჩო
- საკვანძო კომპეტენციები წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების და დამოკიდებულებებისაგან შემდგარ აუცილებელ გადაცემად მრავალფუნქციონალურ პაკეტს ყველა ინდივიდის პიროვნული მიღწევებისა და განვითარებისათვის, ისევე როგორც სოციალური ჩართულობისა და დასაქმებისათვის. ეს კომპეტენციები უნდა განვითარდეს სავალდებულო სასკოლო განათლების ან წვრთნის მიღების შემდგომ და, როგორც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ნაწილი, უნდა იქცეს შემდგომი განათლების ფუნდამენტად.ეს განმარტება ხაზს უსვამს, რომ კომპეტენცია უნდა იყოს გადაცემადი და მაშასადამე, შესაძლოა მოერგოს ბევრ სიტუაციასა და კონტექსტს. ის ასევე უნდა იყოს მრავალფუქნციური სხვადასხვა მიზნების მისაღწევად, სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტად და მთავარი ამოცანის შესასრულებლად. საკვანძო კომპეტენციები აუცილებელი წინაპირობაა შესაბამისი მიღწევებისათვის ცხოვრებაში, სამსახურსა და შემდგომ განათლებაში.Source: საკვანძო კომპეტენციები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისათვის: ევროპული ჩარჩო ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციები / [ინგლ. თარგმნეს: თეა გულუამ (რედ.) და შორენა ჭოხონელიძემ] ; ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC) - თბ. : სიესტა, 2006
Georgian encyclopedia. 2013.